16:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 15:19:08, 1997 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: ვინც ჰეიდარ ალიევის მონუმენტს საღებავი შეასხა, არის ნაძირალა და რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს.

როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტი არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა "ხელისუფლება ვერ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს".

"ვინც ჰეიდარ ალიევის მონუმენტს საღებავი შეასხა, არის ნაძირალა და რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი. მოვლენების ამ მიმართულებით განვითარებაში პირდაპირ არის დამნაშავე საქართველოს მთავრობა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტი არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ვერ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს. უკვე გაჩნდა ხელისუფლების ირიბად გამამართლებელი შეფასებები. მაგალითად, ის რომ, თურმე იგი იმყოფება ” სტრატეგიული პარტნიორობის ტყვეობაში”. ამით იმის თქმა უნდათ, რომ უფრო დიდს შეიძლება შევწიროთ ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლება გარემოებათა მძევალია და ასე შემდეგ. ასეთი მსჯელობა ნიშნავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს. ხელისუფლება უნდა იმყოფებოდეს საკუთარი კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების ტყვეობაში და არა ვინმესთან ფარულ გარიგებაში. თანაც, როცა ასეთი თანამშრომლობა ემსახურება არა ქვეყნის, არამედ მმართველი ძალის ვიწროპარტიულ და ფინანსურ ინტერესებს", - წერს რომან გოცირიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics