16:13 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 15:13:59, 2400 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: სრულ ნდობას ვუცხადებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ადმინისტრაცია სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ქვეყანაში მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები, ნდობას უცხადებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ სახელწმიფო სტრუქტურები თბილისში გაუჩინარებულ ჟურნალისტთან აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით, ზუსტი გამოძიების შედეგს დადებენ.

„ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საქართველოში მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები მოგვცემენ სრულ სურათს და ზუსტ გამოძიებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებები შემაშფოთებელია.

 „ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებები არის ძალიან შემაშფოთებელი. ბუნებრივია, ეს არის ის მოვლენა და სამწუხარო ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ბუნებრივია, სხვადასხვა ტიპის უამრავი ვერსია შეიძლება არსებობდეს, უამრავ სპეკულაციას შეიძლება ჰქონდეს ადგილი იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება არ შემოგვთავაზებს ჩვენ რეალურ სურათს თუ როგორ მოხდა ეს ფაქტი“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics