08:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 18:42:03, 1964 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორიამ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორისგან, წერილი მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის  თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორის ეთან კორბინისგან, წერილი მიიღო.

ეთან კორბინი წერილში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის რაიმონდ კნოფსის სახელით ლევან იზორიას, თბილისში გამართული საზაფხულო სესიის ფარგლებში, კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისათვის, მადლობას უხდის.

„ძვირფასო ბატონო იზორია,
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, რაიმონდ კნოფსის სახელით, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო შაბათს, 27 მაისს, თბილისში გამართული საზაფხულო სესიის ფარგლებში, კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისათვის.

საკომიტეტო მოსმენამ, რომელშიც თქვენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად  მონაწილეობდით, ბრწყინვალედ ჩაიარა. 

თქვენ  საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეთ და   მათ მიმართ თქვენი სახელმწიფოს საპასუხო ზომები წარმოადგინეთ. ჩვენმა დელეგატებმა უდიდესი სიამოვნებით მოისმინეს თქვენი ყოვლისმომცველი პრეზენტაცია, რომლის მნიშვნელობას შემდგომმა დისკუსიამ კიდევ უფრო გაუსვა ხაზი. 

დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია ნატოს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს განსახილველად აუცილებლად დაუბრუნდება, რათა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და კერძოდ, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემები წინ წამოიწიოს. 

როგორც საკომიტეტო მოსმენების, ისე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კვირეულის განმავლობაში, ცხადი იყო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი - კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას. ამ გზის გასავლელად ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან შეხვედრა. მადლობელი ვარ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან თქვენი შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. 

თქვენმა წვლილმა მნიშვნელოვნად განაპირობა ასამბლეის წარმატებით ჩატარება. ველით თქვენს ასამბლეის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენი ერის სამსახურში“, – ნათქვამია ეთან კორბინის წერილში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics