08:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 18:22:36, 2040 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: კონსტიტუცია შეცდომებისგან დაზღვევის დოკუმენტი უნდა იყოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „თბილისის სტრატეგიული დისკუსის" ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.
 
ფორუმზე, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები დაესწრნენ, პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, კონსტიტუციაში უნდა შეიქმნას თავდაცვის კონცეფცია, ძალიან მკვეთრად გაწერილი სამოქმედო მანდატებით.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს ამ გამოწვევებზე რეაგირებისორგანო და კითხვის ქვეშ არ უნდა დადგეს ამ ორგანოს ლეგიტიმურობა და პოლიტიკური უნარები  და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო კონტროლის ყველა მექანიზმი.
 
როგორც პრეზიდენტმა მრგვალ მაგიდაზე აღნიშნა, კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებაში როცა საუბარი მიდის მთავარსარდლისა და უშიშროების საბჭოს, შეიარაღებული ძალების, პარლამენტის ფუნქციებზე ამოსავალი უნდა იყოს არა ცალკეული ინსტიტუტების როლი, არამედ ის საფრთხეები, რაც დგას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის წინაშე.
 
"თავდაცვის სისტემა უნდა იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაბამისად, უნდა იყოს დაწერილი საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, არამხოლოდ ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics