10:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 17:13:54, 2348 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ახლო მომავალში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტთან შინიჩი კოტაოკასთან შეხვედრა გამართა, რომელიც ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა.
 
ვიზიტის ფარგლებში თბილისში საზეიმოდ გაიხსნება JICA-ს რეგიონალური ოფისი.
 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს, კონკრეტულად კი JICA-ს წარმატებული თანამშრომლობისა და იმ საქმიანობისთვის, რასაც ორგანიზაცია საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეწევა. 

JICA–ს პრეზიდენტის განცხადებით, იაპონიისთვის მნიშვნელოვანია დაეხმაროს საქართველოს მისი აღმშენებლობის გზაზე. 

მან გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში, მათ შორის დასავლეთ-აღმოსავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით,  მნიშვნელოვანი სიგნალია ის რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია რეგიონალურ ოფისს სწორედ საქართველოში ხსნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics