08:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 16:47:56, 2005 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაიამ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და კონფლიქტის ადრეული გამოვლენისა და მშვიდობის მშენებლობის საზოგადოების (WOSCAP) თანამონაწილეობით, მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გავაძლიეროთ კონფლიქტების პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისთვის" გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

,,კონფლიქტების დარეგულირების თემატიკა აქტუალურია საერთაშორისო  დონეზეც, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ეგიდით მიმდინარეობს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის ფორმატი  უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებისა და სამშვიდობო პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობისათვის. 

ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ოფიციალურ დონეზე ქართულ-აფხაზური დიალოგი, სადაც ქართული დელეგაციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცესშიც ვერ არის წინსვლა, დიალოგი ძნელად, მაგრამ მაინც მიდის. 

შესაბამისად ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებში ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის ქმედითუნარიანობის ამაღლებას.  

სერიოზულ წამახალისებელ  ფაქტორად შეიძლება იქცეს  მეგობარი  ქვეყნებისა  და  საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არასამთავრობო სექტორის  ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის  ,,ინტერესთა  ჯგუფების“ შექმნას. 

კიდევ უფრო  წასახალისებელია  ოჯახური,  ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც დღემდე ინარჩუნებს  „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა.  

სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი, ცალმხრივად ხორციელდება და აფხაზები ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით რასაც ევროპა სთავაზობს საქართველოს ყველა   მოქალაქეს”,-აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics