16:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 15:41:17, 2469 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
აბაშიძე: გაერო-ში საქართველოს რეზოლუციების მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დევნილებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა და ქვეყანა ამას უმაღლეს დონეზე აკეთებს

ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ გაერო-ს 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, გაეროს ასამბლეაზე საქართველოს რეზოლუციისთვის მხარი აქამდეც დაუჭერიათ, თუმცა მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს.

მისივე თქმით, დევნილებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რონ მათ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას აქცევს. 

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებელი ჰუმანიტარული მისიის განხორციელებას, აბაშიძის განმარტებით, ამ საკითხში საქართველო რუსეთის წინააღმდეგობრივ პოზიციას აწყდება.

ამასთან, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების პრინციპული პოზიციის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ შედეგს მიაღწიოს. 

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ  გუშინ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics