|
2017-06-02 13:07:50, 2641 ნახვა
სამართალი
პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ კომპანიებს უკანონოდ ჩამორთმეული საფრენი აპარატები დაუბრუნდებათ
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანიებს: შპს ,,FLY ADJARA"-ს და შპს ,,ავიატორს" დაუბრუნდებათ 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ თვითნებურად და უკანონოდ დაუფლებული საფრენი აპარატები: ვერტმფრენები და 2 თვითმფრინავი. "დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ დაუფლების მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,FLY ADJARA"-ს 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა 10 ცალი „EXEC162F" საფრენი აპარატის კომპლექტი, ხოლო შპს ,,ავიატორს" 2010 წლიდან კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ერთი comp air 8" მოდელის 6-8 ადგილიანი თვითმფრინავი და ერთი „comp air 10" მოდელის 7-10-ადგილიანი თვითმფრინავი, ასევე 3 ერთეული „EXEC162F" საფრენი აპარატი. 2012 წლის გაზაფხულზე, აღნიშნული საფრენი აპარატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ინტერესის ქვეშ მოექცა და მათი უკანონოდ დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ავიატორის" ანგრებიდან ხსენებული საფრენი აპარატები ამწის გამოყენებით ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენების და დაუფლების მიზნით ქ.თბილისში 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, რის შედეგადაც მესაკუთრეებს ჩამოერთვათ მათი ქონების ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა. პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,FLY ADJARA"-ს წარმომადგენელს ნოდარ კაკაბაძეს და შპს ,,ავიატორის" წარმომადგენელს ჯუმბერ დიასამიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე განთავსებული და დასაწყობებული 2 ერთეული comp air 8 და comp air 10 ტიპის თვითმფრინავი, 3 ერთეული „EXEC162F" ტიპის შვეულმფრენი და იმავე ტიპის 10 ერთეული შვეულმფრენის ასაწყობი კომპლექტი. რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, მათ მიმართ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)