2017-06-01 11:24:09, 2302 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, შემთხვევა ერაყის საზღვართან, აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა.
როგორც aljazeera წერს, ვერტმფრენი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა.
ადგილზე თურქეთის თავდაცვის მინისტრი გაემგზავრა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინაროებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან