10:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 16:15:08, 374 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: უკრაინის მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს

„უკრაინის მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სპეციალური სატელევიზიო პროგრამის "პირდაპირი ხაზის" მსვლელობისას განაცხადა, სადაც კრემლის ლიდერს მოქალაქეები შეკითხვებს უსვამენ.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტა შეეძლო. პუტინის განცხადებით, მან პოროშენკოს არაერთხელ ურჩია დონბასში სამხედრო მოქმედებების შეჩერება, თუმცა უკრაინამ მისი რჩევა არ გაითვალისწინა.

პუტინმა ასევე დასძინა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ის რუსებსა და უკრაინელებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს და ისინი ერთ ერად მიაჩნია.

კითხვაზე, არიან თუ არა რუსი სამხედროები უკრაინაში, კრემლის ლიდერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსული ჯარი უკრაინაში შესული არაა.

რუსეთის პრეზიდენტი "პირდაპირი ხაზის" მსვლელობისას ბორის ნემცოვის მკვლელობის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოები მკვლელობის გამოძიების კუთხით კარგად მუშაობენ. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მან არ იცის, არსებობენ თუ არა რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის დამკვეთები.

ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, იგი რუსეთის ეკონომიკის გაჯანსაღებას 2 წელზე ნაკლებ ვადაში ელოდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics