08:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 18:23:54, 1884 ნახვა

პოლიტიკა
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება

გალში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. მონაწილეებთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ  აუციელებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, რაზედაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  მის  წინააღმდეგ  ე.წ. პროკურატურამ "სისხლის სამართლებრივი დევნა" შეწყვიტა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკური.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე",-ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ზოლზე ბოლო პერიოდში გააქტიურებულ  ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს და იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივებს ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შეექმნათ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი სახის უკანონო ქმედებები, არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე, რომლებიც კვლავ უკანონოდ იმყოფენიან ე.წ. პატიმრობაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა  28 ივნისს გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics