|
2017-05-31 18:16:01, 2101 ნახვა
სამართალი
სუს-ი: აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის გადაწყვეტლება ცალსახად ცინიკურია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ე.წ. პროკურატურის გადაწყვეტლება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის წინააღმდეგ "სისხლის სამართლებრივი დევნის“ შეწყვეტის თაობაზე, უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკურია. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“,-აცხადებენ სუს-ში. შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ "სისხლის სამართლებრივი დევნა" შეწყვიტა. ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადეს. კერძოდ, სუს-ის ინფორმაციით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს. ასევე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. მონაწილეებთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ აუციელებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანი ოღლის დაკავება, რაზედაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ "სისხლის სამართლებრივი დევნა" შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)