18:58 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 12:24:50, 2218 ნახვა

სამართალი კომენტარი
ირაკლი შოთაძე: გამოძიებამ საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა დაკითხა

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, გამოძიებამ საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა დაკითხა.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ქარჩავა მამა გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა.

მთავარი პროკურორის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია, რაც ვრცელდება.

„ედიშერ ქარჩავა დაიკითხა გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, იცით, რომ გამოძიებას გამოეყო თავის დროზე საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია და ყველას გადავამოწმებთ“,– აღნიშნა ირაკლი შოთაძემ და დასძინა, რომ ე.წ ციანიდის საქმეში არავითარი პირადი ცხოვრების საიდუმლოების კადრი არ არსებობს.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე რა მიზეზით ენიშნება პატრიარქს ერთი ახალი დაცვა, შოთაძემ უპასუხა, რომ მისთვის მიზეზები უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics