07:58 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 09:38:48, 2054 ნახვა

სამართალი
მეუფე პეტრე მის დაკავებას არ გამორიცხავს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მის დაკავებას არ გამორიცხავს.

როგორც მეუფემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ის  ყველაფრისთვის მზად არის.

„„ღმერთი რა განსაცდელსაც დაუშვებს ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვთვქი, რომ სულის საცხონებლად იქნება ეს ყველაფერი. მე მივეჩვიე, როდესაც ეკლესიური გავხდი, სენაკში ამბობდნენ პირველ ცილისწამებას, რა კარგი ახალგაზრდა იყო და როგორ გადავიოდა ჭკუიდან, როცა ბერობა გადავწყვიტე, შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი, პირველი წლებიდან და დღეებიდან უფალმა მიმაჩვია ცილისწამების ატანას. საბოლოოდ გამოჩნდება მეუფე პეტრე მტერმოყვარეა პატრიარქის, სიკეთისა თუ ბოროტების მსახურნი. ასეთი რწმენით შევხვდები და გამორიცხვით ამ ქვეყანაში არაფერს არ გამოვრიცხავს. მათ თვითონ მე ვუთხარი მთავარ პროკურორსაც და ქვეყნის პირველ პირსაც, რომ მამაომ მე მითხრა მეთქი საპყრობილეში, რომ ამ ქალმა მომცა ფული, 500 დოლარი და მან დამავალა ციანიდის შოვნა და მერე უკვე იწყება აგენტ-პროვოკატორის ჩართულობა“,-განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ დასძინა, რომ დეკანოზს გერმანიაში  შორენა თეთრუაშვილის ჩაწერა უნდოდა, რადგან მიხვდა, რომ მის ზურგს უკან მოქმედებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics