10:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 14:50:41, 378 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა თავისუფლების მონუმენტი ყვავილების თაიგულებით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში გრძელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან ანდრის ბერზინშსთან ერთად, თავისუფლების მონუმენტს პატივი მიაგო და  ყვავილების თაიგულით შეამკო.

ქვეყნის პირველმა პირმა და ქართულმა დელეგაციამ კულტურული ღონისძიებების ფარგლებში 1940-1991 წლების ლატვიის ოკუპაციის მუზეუმიც მოინახულეს. გიორგი მარგველაშვილმა სამახსოვრო ჩანაწერი მუზეუმის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღესვე ლატვიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორს ვენტა კოცერეს ღირსების ორდენით დააჯილდოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics