14:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 17:41:40, 2734 ნახვა

სამართალი კომენტარი
ანა დოლიძე: სასამართლო სხდომაზე დაირღვა სახალხო დამცველის კონსტიტუციური უფლება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ,,ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე სახალხო დამცველის არდაშვება სახალხო დამცველის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად და დარღვევად შეაფასა.

"სახალხო დამცველის კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, აქედან გამომდინარე მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები. როცა სასამართლო სხდომაზე ირღვევა სახალხო დამცველის უფლება, ეს ძალიან სერიოზულ კითხვას აჩენს, კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სასამართლო ხელისუფლების მუშაობის საჯაროობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე დასწრების მიზნით იმყოფებოდა. საქმის განმხილველმა მოსამართლემ სახალხო დამცველს არ მისცა შესაძლებლობა, დასწრებოდა აღნიშნულ სხდომას. ნანუაშვილის თქმით, მოსამართლის არგუმენტი იყო, რომ საპროცესო კანონმდებლობა სახელდებით არ შეიცავს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics