2017-05-30 12:23:41, 1879 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა.
იგი სამშენებლო ობიექტის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან