07:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 09:39:31, 1811 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პირველად სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია

თბილისს სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია.

პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელევა, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და სხვა თანამდებობის პირები დახვდნენ.

ანდჟეი დუდას დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედი აგატა კორნჰაუზერი-დუდაც მიიღებენ.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველო -  პოლონეთის პრეზიდენტები შეხვედრებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი და ანდჟეი დუდა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ.

დაგეგმილია პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ანდჟეი დუდა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. პოლონეთის პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.

პოლონეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი 31 მაისს ბათუმში უმასპინძლებს. ანდჟეი დუდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება და გონიოს ციხეს დაათვალიერებს.

პოლონეთის პირველ ლედის საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა უმასპინძლებს. მაკა ჩიჩუა და აგატა კორნჰაუზერ-დუდა თბილისისა და მცხეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

ანდჟეი დუდას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 31 მაისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics