|
2017-05-29 21:23:43, 2283 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ახალი საბანკო ინოვაციური პროდუქტების და სერვისების პრეზენტაციას დაესწრო
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „თიბისი ბანკში“ ახალი საბანკო ინოვაციური პროდუქტების და სერვისების პრეზენტაციას დაესწრო და მოკლე მოხსენება გააკეთა. მასთან ერთად, შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა. ერთერთი პროდუქტი „ბიზნეს რუკა“ ბანკმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელა. კერძოდ, შეიქმნა პროგრამა, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელოს ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე. ნებისმიერ დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესს შეუძლია გამოიკვლიოს რა ვითარებაა მისთვის საინტერესო ინდუსტრიაში კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების მიხედვით. ამას გარდა, მას შეუძლია საკუთარი კომპანიის საქმიანობა - შემოსავლები, ხარჯები, მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა თუ ხელფასები, შეადაროს ბიზნესის ანალოგიურ სფეროებს, როგორც ლოკალურად, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, პროექტი „ბიზნეს რუკა“ საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის კარგი მაგალითია. „ჩვენ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა მივეცით კერძო სექტორს და მანაც შექმნა ძალიან კარგი პროდუქტი, რომელიც სასარგებლო იქნება თვითონ კერძო სექტორისათვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბევრი სხვა ახალი იდეა გაჩნდება, რათა,საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობით,კერძო სექტორისთვის მეტი ახალი პროდუქტები შეიქმნას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. გარდა ბიზნესებისა, პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია, ვისაც სურს სრულფასოვანი კვლევა ჩაატაროს ეკონომიკისა და ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულებით. რესურსი გამოადგებათ, როგორც მკვლევარებს, ასევე ბიზნესანალიტიკოსებს და სტუდენტებს. „თიბისი ბანკში“ პრეზენტაციას სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)