23:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 17:31:20, 1983 ნახვა

საზოგადოება
„აუსრულე სურვილი“ - შიდსით დაავადებულთა მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გაიმართა

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების მხარდასაჭერად ქართველ მხატვართა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

აქციას სახელწოდებით - „აუსრულე სურვილი“ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. მან სახელმწიფო პროგრამასა და სტიგმის დაძლევისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღევანდელი ღონისძიება აივ/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება. საქართველოში დაავადების პრევალენტობა დაბალია, სახელმწიფო უზრუნველყოფს ინფიცირებულთა მკურნალობას, თუმცა მნიშვნელოვანია, დაიძლიოს სტიგმა, რომელიც გარკვეულწილად არსებობს და ამ მიმართულებით საზოგადოების თითოეულ წევრს უდიდესი როლი აკისრია,“ - განაცხადა ნინო ბერძულმა.

საქართველო აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. ამ დროისთვის, ქვეყანაში აივ /შიდსის ვირუსის სულ 6360 შემთხვევაა რეგისტრირებული, ინფიცირებულთა შორის 103 ბავშვია.

გამოფენა-გაყიდვა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით გაიმართა.

 

(NS)                                                                                          





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics