13:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 14:25:48, 2467 ნახვა

სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: სოსო ოხანაშვილი დღეს გერმანიიდან დედაოების პირით მითვლის, გაჩუმდესო

საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია “ პირველის“ ეთერში   განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს  სურდა და კვლავ სურს პატრიარქის ტახტიდან ჩამოგდება  ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც მისი მოკვდინებით.

მისივე თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე ერთი დიდი გეგმის პატარა ნაწილია.  ანუ, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ციანიდის გამოყენებით პატრიარქის მოწამვლა იყო ერთ-ერთი ხერხი  პატრიარქის მოცილების. ამასთან, საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, პატრიარქის მოწინააღმდეგეებს შორისაა დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი. უფრო მეტიც, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ ოხანაშვილი დედაოების სახელით, გერმანიიდან უთვლის, რომ გაჩუმდეს:

„მეუფე პეტრეს არა მარტო სურვილი იყო, სურვილი არის დღესაც. დღესაც სურს, რომ მოახდინოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტიდან ჩამოგდება, მისი ყველა შესაძლო ხერხით, საშუალებით, არ აქვს მნიშვნელობა, მისი მოკვდინება. ამ სიტყვებზე მე პასუხს ვაგებ. თუ მეუფე პეტრე, რომელიც ამბობს, რომ სჯობს სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე, ვინც ასწავლა ეს ფრაზა ისიც ვიცი, ამიტომ,  კარგი იქნება, გამოვიდეს და თუ ის მართლა ვაჟკაცია, თქვას პირდაპირ, რომ ის არ ეთანხმება კათოლიკოს-პატრიარქს, მას არ მოსწონს მისი მმართველობა, არ მოსწონს მისი ხელქვეითები. არა მარტო გეგმავს მის მოკვდინებას, ახორციელებს ამას. ამიტომ, გასცეს პასუხი და თუ არ გასცემს ის ამას პასუხს, მე აუცილებლად გავცემ პასუხს. და თან ფაქტებით გავცემ პასუხს. დეკანოზი ციანიდის საქმე- ეს არის სასაცილო. იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის დიდი გეგმის ერთი პატარა ნაწილი. ეს იყო ერთ-ერთი ხერხი კათოლიკოს-პატრიარქის მოცილების და მისი გუნდის. უბრალოდ, ღვთის დაშვებით ვერ განხორციელდა და აფეთქდა სიტუაცია. თვითონ აუფეთქდათ სიტუაცია. ამ ჯგუფში ერთ-ერთი მხარდამჭერი არის სოსო ოხანაშვილი. სოსო ოხანაშვილი დღეს გერმანიიდან მითვლის დედაოების პირით, გაჩუმდესო. რატომ უნდა გავჩუმდე?! სიმართლეს ვამბობ. ეს არ იყო მუქარის ტონით ნათქვამი, იმდენი ჭკუა კი ყოფნის, რომ მუქარის ტონით არ თქვას“,-განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა და დასძინა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ნაბიჯს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დგამს:

 „მე გამაჩნია კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია თუნდაც ციანიდის საქმესთან, მაქვს სრული უფლებამოსილება, რომ ეკლესიის პოზიცია დავიცვა და წარმოვადგინო ასევე ჩემი, როგორც სამართლებრივი საკითხების მცოდნეს შეფასება. მე მაქვს ყოველი ნაბიჯის ლოცვა-კურთხევა, რაც დაკავშირებულია ამ საქმესთან ზოგადად“,-აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics