07:23 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 17:24:56, 1782 ნახვა

პოლიტიკა
ოიარს ერიკს კალნინსი: საქართველო ნატო-ს წევრობას იმსახურებს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება

29 მაისს, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. დოკუმენტის შინაარსზე მედიასთან ნატო-ს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ოიარს ერიკს კალნინსის განცხადებით, დელეგატების უმრავლესობა  საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მისივე თქმით, დეკლარაციაში საქართველოსადმი მხარდაჭერა და ასევ რუსეტისადმი გზანილები ჩაიწერება.

ამასთან, ნატოს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  საქართველო იმსახურებს ნატო-ს წვერობას, თუმცა საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. 

„ეს დოკუმენტი არის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი. დელეგატების უმრავლესობა, როგორც ვიცით, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.დოკუმენტი ასევე ასახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ჩვენს პოზიციას უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაძლებელია თუ არა გაწევრიანება MAP-ის გარეშე? ვფიქრობ, კი. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როდის. ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო ალიანსის წევრობას იმსახურებს, მაგრამ თუ საერთაშორისო სიტუაციას გავითვალისწინებთ, ამას დრო დასჭირდება“,-აღნიშნა ნატოს საპრლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics