23:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 14:48:23, 2131 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ლევილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

საქართველოში მიმდინარე დიასპორის ფორუმის ფარგლებში 2017 წლის 28 მაისს გაიმართა თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთისთვის ლევილის სახელის მინიჭების ოფიციალური ცერემონია.
 
ღონისძიებას ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებოდნენ.
 
სანაპიროსთვის ლევილის სახელის მინიჭების ცერემონიაზე მოსულ სტუმრებს მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ქ.თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ლევილის ვიცე მერმა დანიელ ესპრენმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნატაშა ეფიმოვამ და ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა ირენ ციციშვილმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ლევილის მამულის სიმბოლურ დატვირთვას და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს, როგორც საქართველოს სახელწმიფოებრიობის, ასევე ქართული დიასპორის სიმბოლოს.
 
მისივე განცხადებით, პირველი რესპუბლიკის შთამომავლებმა აღასრულეს წინაპრების ნება და დღეს ლევილი როგორც ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი  დაუბრუნა ქართულ სახელწმიფოს,  მთავრობის გადაწყვეტილებით ლევილი იქცევა ქართული კულტურის და საქართველოს სიმბოლოდ არა მხოლოდ საფრანგეთში არამედ მთელს ევროპაში.
 
მან მადლობა გადაუხადა ქ. თბილისის მერიას და საკრებულოს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
 
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ლევილის სახელობის სანაპიროზე სიმბოლური მონუმენტი  აღიმართება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics