|
2017-05-27 15:35:30, 1626 ნახვა
პოლიტიკა
ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე
საქართველო- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) დელეგაციის ხელმძღვანელმა, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კარლ ლამერსმა საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები შეაფასა: „საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ჩვენ საქართველოში მოწვევა 2014 წელს მივიღეთ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთის და ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ნატო-ს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. საქართველო ავღანეთში არაწევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო ძალის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ჩვენ გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობა გვაკავშირებს. საქართველოსა და გერმანიის ორმხრივi ურთიერთობები ხაზგასმულად კარგია. სწორედ ამიტომ მოხარული ვართ, რომ აქ ვიმყოფებით რაც წარმოადგენს ჩვენს ძლიერ გზავნილს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შემუშავებაც, გერმანიის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენ ორმხრივად მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად ვითარდება", - განაცხადა კარლ ლამერსმა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოსი ვიზიტად მყოფი გერმანელი და ფრანგი პარლამენტარები დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს წარმატებაზე, როგორც საგარეო პოლიტიკური მიღწევების, ისე ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ და ფრანგ პარლამენტარებს საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეის გამართვის მნიშვნელობა. თბილისი 26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. სესიაში, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება, 600-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300-ზე მეტი პარლამენტარი.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)