2017-05-26 18:33:02, 2630 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს
თურქეთის ქალაქ ადანაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 12 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Milliyet იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები ტაროს კარტისა და ყავის მეშვეობით მკითხაობდნენ.
როგორც მედია წერს, დაკავებულთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა.
გარდა ამისა, სამართალდამცველების თქმით, სპეცოპერაციის დროს დააკავეს იმ შენობის მფლობელებიც, სადაც ეჭვიტანილები მკითხაობდნენ, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
მედიის ინფორმაციით, 5 დაკავებული ქართველი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან