2017-05-26 17:09:40, 1968 ნახვა
საზოგადოება
ნატო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
შესაბამისი მილოცვა ნატო-ს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი სესიის მასპინძელ საქართველოს, რომელმაც დამოუკიდებლობა 1918 წელს მოიპოვა", - წერია ნატო-ს მილოცვაში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე აღინიშნება.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან