|
2017-05-25 20:42:19, 2103 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 19 წელი მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბ.ნ. დამნაშავედ სცნო და სასჯელის ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ბრალდებული ბ.ნ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში, ასევე, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი ბ.ნ. დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 108-ე, 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 სექტემბერს, ბ.ნ.-მ ქ.თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე „რენჯ როვერის“ მარკის ავტომობილით მიმავალი ს.ჯ. შენიშნა, რომელსაც მეგობრის ავტომანქანით დაედევნა და თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე პირადი მოტივით, შურისძიების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, პირდაპირი დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით საჭესთან მჯდომ ს.ჯ.-ს მიაყენა დაზიანებები. ბ.ნ.-მ ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით ავტომობილში მჯდომ ს.ჯ.-ს მეგობარს ზ.ჩ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ს.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ.ჩ გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა ბ.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება დაუდგინდა. ბ.ნ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა და ტარება), 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ნათქვამია პროკურატუს განცხადებაში.
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)