2017-05-25 20:29:35, 2646 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ამერიკული მედია, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საფრთხეს წარმოადგენს
დონალდ ტრამპი ამერიკულ მედიას მანჩესტერის თავდასხმასთან დაკავშირებული გამოძიების დეტალების გამხელაში ადანაშაულებს.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ამერიკული მედიის ქცევა „ღრმად სამწუხაროა“ და ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს.
ტრამპის უკმაყოფილო შეფასება მანჩესტერის ტერაქტის დროს მომხდარ, აფეთქების ფოტოებს მოჰყვა, რომელიც აშშ-ის მედიამ ორშაბათს გაასაჯაროვა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ტერორისტმა მანჩესტერში, არიანა გრანდეს კონცერტის შემდეგ, თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 116 დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან