06:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 16:42:34, 1704 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს შეეხო.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ოცდახუთწლიანი სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ამერიკა საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე თავდაცვის სფეროში ამბიციური პროგრამის განხორციელებას მხარს უჭერს.

მან ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის აშენების საკითხებზე გაამახვილა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების რეალიზების კუთხით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ნატოში გაწევრიანების გზაზე შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი უსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებსა და მხარდაჭერის გაძლიერებას შეეხო.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics