20:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 15:41:15, 1718 ნახვა

საზოგადოება
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო  ბაღის მშენებლობა დაიწყო.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, წყნეთში მდებარე  ბაღის შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩადო.

„წყნეთის დასახლებისთვის ახალი ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაჩნდა მოთხოვნა და ჩვენ ამ მოთხოვნას ადეკვატურად ვუპასუხეთ. ძალიან ბევრი პატარაა უკვე აქ წარმოდგენილი, რომლებიც, როგორც კი დამთავრდება ბაღის მშენებლობა, ისარგებლებენ ამ ბაღით და კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა წყნეთისთვის და ზოგადად, თბილისისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ცნობით, ახალ სააღმზრდელო დაწესებულებაში 10  ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს; დასაქმდება 65 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად წყნეთში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე მოთხოვნა ძალიან დიდია.

თბილისში, ამ ეტაპზე, საერთო ჯამში 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან  ხუთი სექტემბერში გაიხსნება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყებს.

სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ.

წყნეთში ახალი ბაღის მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 570 000 ლარი დაიხარჯება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics