20:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 13:15:40, 1660 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დელეგაციამ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სესიაში მონაწილეობა მიიღო

21-26 მაისს, პარიზში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ხელმძღვანელობით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რიგით 85-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, მონიკა ელოიტს და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE)  რეგიონული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსს, ფრანსოის საიას  შეხვდა.

ქართული დელეგაციის წევრების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და საერთაშორისო ვაჭრობის  საკითხებში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხელშეწყობის მნიშვნელობა.   

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)  ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასა  და  საკანონმდებლო დაახლოების პროცესზე.

შეხვედრაზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა  ხაზი გაუსვა  საქართველოს აქტიურ ჩართულობას    ორგანიზაციის საქმიანობაში.   

აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გადაწყვეტილებით,  2018 წელს დაგეგმილი ევროპის  რეგიონული კომისიის რიგით 29 კომფერენცია საქართველოში გაიმართება, კონფერენციაში ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონიკა ელოიტიც მიიღებს მონაწილეობას.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE)  გენერალური სესია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას 180-მდე წევრი ქვეყნის დელეგატი იღებს მონაწილეობას. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics