20:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 12:59:43, 1650 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრო 45 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“   სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, კომისიის გადაწყვეტილებით, სამინისტრო 2017 წელს სახლს კიდევ 45 სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდის.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.

2017 წელს, სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის უკვე 46 სახლი შეისყიდა. 2013 წლიდან დღემდე კი, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში  ჯამში 347 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა.

კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე  გრიგოლ გიორგაძე,  ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics