20:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 10:45:40, 1638 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: მაღალმთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფო მაცხოვრებლებს დაეხმარება

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, თუკი მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა კოოპერატივებს შექმნის, მათ სახელმწიფო რამდენიმე სახის დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 "მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონები. იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შევუწყოთ მთაში მცხოვრებლების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მნიშვნელოვანი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, მთელ რიგ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება ტექნიკის გადაცემა, სათიბ-საძოვრების გადაცემა იმისთვის, რომ მეცხოველეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი”,-აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ   პროგრამა ორ წელს მოიცავს და სახელმწიფოს მხრიდან  6 მილიონი ლარის დაფინანსება იქნება გამოყოფილი.

„პირველ ეტაპზე პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას. აღნიშნული პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში საბალანსო ღირებულების მხოლოდ 23%-ს დაფარავს. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიეერბის მიზნით. მოდელად ავიღეთ ქართულ-შვეიცარული პროექტი, რომელიც რაჭაში ხორციელდება",- განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics