19:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 16:09:40, 1777 ნახვა

საზოგადოება
თურქეთში საქართველოს მოქალაქე წამებით მოკლეს

თურქეთის ქალაქ ორდუში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, 34 წლის ქალბატონი სასტიკად არის ნაწამები.

თურქული სააგენტო წერს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, ხოლო ქალის ცხედარი მის სახლში იპოვეს.  

როგორც ემიგრანტი შოთა სიხარულიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს მოქალაქე ადგილობრივმა მამაკაცმა გაიტაცა და რამდნეიმე საათის განმავლობაში აწამებდა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი ყელგამოჭრილი იპოვეს. მეზობლებმა სუნი იგრძნეს, რის შემდეგადაც პოლიცია გამოიძახეს.

სიხარულიძის ინფორმაციით, ქალბატონი დილით სახლიდან გავიდა, შემდეგ რამდენიმე საათით გაუჩინარდა და ტელეფონს არ პასუხობდა. ემიგრანტის განცხადებით, ეჭვმიტანილი გარდაცვლილის უბნელი იყო.  

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს. 

"საქართველოს საკონსულოში შესულია შეტყობინება თურქეთის პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც მოკლულის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველებთან. გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics