2017-05-24 16:11:57, 1966 ნახვა
საზოგადოება
ხოშარაულის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
დიდუბის რაიონში ხოშარაულის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქუჩაზე ამდროისთვის, ბაზალტის ბორდიურების მოწყობა უკვე დასრულდა, რის შემდეგაც სავალი ნაწილის მოასფალტება იგეგმება.
ხოშარაულის ქუჩის ზედა ნაწილის რეაბილიტაცია 10 დღეში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰედეფჯორჯია“ ახორციელებს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან