|
2017-05-24 13:57:46, 3797 ნახვა
კულტურა
27 მაისიდან eZo Festival იწყება
eZo Festival, რომელიც მესამე წელია არსებობს, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე უკვე მეორედ ტარდება. eZo-ს ტრადიციული ფესტივალის სტრუქტურა არ აქვს. ის მთელი ცხელი სეზონის დროზეა გაწელილი. როგორც წესი, იწყება მაისის ბოლოს და იხურება სექტემბრის შუა რიცხვებში. აქამდე, ფესტივალის განმავლობაში სულ 4, ან 5 ელექტრონული მუსიკის მიმართულების „ივენთი“ იმართებოდა. რაც შეეხება ამ სეზონს, წელს ფესტივალისთვის მთავარი გამოწვევა მრავალფეროვნებაა. ასე რომ, 2017 წლის სეზონი ფესტივალის აქამდე არსებული ჩარჩოების დარღვევით, ექსპერიმენტებით იქნება დატვირთული. დაგეგმილია მუსიკალურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღონისძიებები. და არა მხოლოდ მუსიკალური „ივენთები“, არამედ სხვადასხვა ტიპის პერფორმანსები, გამოფენა-გაყიდვები, ინსტალაციები, საინტერესო ქართველი ხელოვანებისა და საზოგადო პირების ლექციები და ვორქშოფები, კინო ჩვენებები და ა.შ. ტრადიციულად ისევ ჩატარდება eZo-ს 4 მთავარი ღონისძიება > 27 მაისი (სეზონის გახსნა) ● Radio Grue (14:00 - 18:00) ► უკანა ეზო (პატარა სცენა): ● Vaska ( 09:00 - 12:00)
> 15 ივლისი > 8-9 სექტემბერს (ფესტივალის დახურვა) წელს eZo-ს 4 დიდი „ივენთისთვის“ მთავარი სიახლე იქნება ახალი სცენა - „უკანა ეზო“. ასევე გაზრდილი ფესტივალის ტერიტორია და შეცვლილი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რაც eZo-ს გამოცდილებას უფრო კომფორტულსა და ჯადოსნურს გახდის. რაც შეეხება დანარჩენ ამბებს, ფესტივალს წელს დაემატება ახალი პროექტი - eZo Live, რომელიც გულისხმობს ქართული ალტერნატიული სცენის live კონცერტებს. მათივე ცნობით, სპეციალურად eZo live-ისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე შენდება ახალი სივრცე. eZo Live გაიმართება ყოველ შაბათს, გარდა იმ შაბათებისა, როცა იმართება eZo-ს 4 მთავარი ღონისძიება. და ასევე, გარდა აგვისტოს 2 კვირიანი შესვენებისა. > 3 ივნისი >10 ივნისი > 1 ივლისი > 8 ივლისი >22 ივლისი >29 ივლისი > 5 აგვისტო >12 აგვისტო > 1 სექტემბერი ● TM & Mush one >2 სექტემბერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება MZESUMZIRA’s Café, რომელიც ფესტივალის ტერიტორიაზე მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში იფუქნციონირებს. MZESUMZIRA’s Café , როგორც უკვე აღინიშნა, თავის მხრივ ბევრი საინტერესო ღონისძიების მასპინძელი იქნება • გამოფენა- გაყიდვები კაფეში მოსულ სტუმარს საშუალება ექნება, ისარგებლოს ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული ყველა გასართობით, როგორიცაა დიდი ეზო, კალათბურთის ფარი, მაგიდის ჩოგბურთი, ბიბლიოთეკა, უამრავი მოსასვენებელი ადგილი, ერთ-ერთი საუკეთესო ხედი ქალაქზე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ა.შ. ფესტივალის 5 მთავარი „ივენთის“ აბონემენტის და 27 მაისს, ფესტივალის გახსნის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაწყებულია 27 მაისის ფესტივალის გახსნის Facebook ივენთის მისამართია - https://goo.gl/YMRnN8
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)