|
2017-05-24 12:44:19, 2087 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს მაქსიმალური უკიდურესობის გარდა, კონგოს რესპუბლიკაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. გარდა ამისა, როგორც გონაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა, ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს. "მინდა მოწოდება გავაკეთო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან. ხოლო ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ოსურაულის დასახსნელად საქართველოს ელჩი რეგიონში იმყოფებოდა და ყველა მხარესთან კონსულტაციები იმართებოდა, მაგრამ სიტუაციას ადგილზე შექმნილი მდგომარეობა ართულებდა, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდა.კონგოში ამბოხებული ჯგუფის, M 23-ის ტყვეობაში ოსურაულის მოხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საქართველოს ხელისუფლება მის დასახსნელად და სამშობლოში დასაბრუნებლად ყველა ღონეს ხმარობს", - აღნიშნა საგარეო მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)