|
2017-05-23 17:40:52, 1576 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაღს შეხვდა. იუსტიციის მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა წარმატებულ პარტნიორობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მართლმსაჯულების სფეროში, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების კუთხით. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოში სამართლის სფეროში გატარებული რეფორმების შესახებაც ისაუბრა. ხაზი გაუსვა მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემების რეფორმას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს. საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის მინისტრებმა უწყებებს შორის ფართო თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, 2017-2019 წლებში მხარეები იღებენ ვალდებულებას: გააღრმაონ თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში, მათ შორის, ექსტრადიციისა და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულთა გადაცემის საკითხებთან მიმართებით; ითანამშრომლონ სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში შემავალ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ტრეფიკინგის, წინააღმდეგ ბრძოლასთან; მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების, დანაშაულის პრევენციის, მათ შორის, არასრულწლოვანთა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებასთან; სამართლებრივი და საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორგანიზება გაუწიონ ორი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების მკვლევართა ორმხრივ ვიზიტებს, ხელი შეუწყონ მათ შორის გამოცდილების გაზიარებას მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, თანამშრომელთათვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების მიზნით; ორგანიზება გაუწიონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობას. კიდევ ერთი მემორანდუმი, რომელსაც ხელს საქართველოს იუსტიციის მინისტრი აწერს, თურქეთის რესპუბლიკის სატრანსპორტო, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის სამინისტროსთან გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმი კიბერუსაფრთხოების შესახებ, კიბერსივრცეში გამოწვეული საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით ფართო თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ქართული და თურქული მხარე იღებენ ვალდებულებებს: გაცვალონ უახლესი ცნობები არსებული ვითარების, ცოდნისა და მონაცემების ან მნიშვნელოვანი შემთხვევების შესახებ; გამოიყენონ ორმხრივი შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა ინფორმაციისა და იდეების ერთმანეთისთვის პირისპირ გაზიარების მიზნით; გაცვალონ ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების საგანმანათლებლო და უსაფრთხოების თემაზე ცნობიერების ამაღლების პროგრამების შესახებ; შეიმუშაონ და განახორციელონ ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სავარჯიშოები; გააღრმაონ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები კერძო სექტორს, აკადემიურ და კვლევით ინსტიტუტებს შორის. თურქეთის რესპუბლიკის მაღალი დონის დელეგაციას საქართველოში პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის, საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის, სატრანსპორტო, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრები.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)