|
2017-05-23 12:43:09, 2251 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმედ არსლანს შეხვდა. მხარეებმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და ისაუბრეს იმ რეგიონული მასშტაბის პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის განვითარება და ამ ჭრილში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან ერთობლივი პროექტების განხორციელება“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მის ეფექტიან ფუნქციონირებას. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რისთვისაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ასეთ პროექტებს შორის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაასახელა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. მხარეებს შორის საუბარი შეეხო გადაზიდვის ნებართვების რაოდენობის გაზრდისა და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გადამზიდავებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის საკითხებს. მინისტრებმა ასევე სამოქალაქო ავიაციისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. (NS)
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)