12:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 14:47:25, 2445 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი უცხოური ავიაკომპანია შემოდის. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ლიბანური ავიაკომპანია „Wings of Lebanon“ მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას რამოდენიმე მიმართულებით განახორციელებს.

ბეირუთი-თბილისი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები  27 ივნისიდან 8 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. 

უწყების ინფორმაციით, ბეირუთი-ბათუმი-თბილისი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები განხორციელდება 25 ივნისიდან 3 სექტემბრამდე, ყოველ კვირა დღეს (ბათუმსა და თბილისს შორის ფრენა შესრულდება კომერციული უფლების გარეშე);

ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთის მიმართულებით ფრენები  28 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ყოველ ოთხშაბათს შესრულდება. 
 ავიარეისები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ლიბანურ ავიაკომპანიას ახალ მიმართულებებზე საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 19 მაისს მიანიჭა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics