07:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 10:34:35, 599 ნახვა

სამხედრო
გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიის შიდა გვარდიის მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადაეცა. გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა პირადად გადასცა. 

დაჯილდოების შემდეგ მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სამხედრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და შესაბაისად, დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში უკანასკნელად იმყოფება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics