18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 10:11:48, 1591 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ეროვნული სასახლის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების საზეიმო მიღებას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ეროვნული სასახლის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების საზეიმო მიღებას დაესწრო.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამსახურებულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სასახლის დარბაზებსა და შიდა ბაღებში მრავალფეროვანი აქტივობები სასახლის 24 მიმართულების კაბინეტებისა და წრეების მოსწავლეებმა გამართეს.

ასევე, გამოფენილი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის, ჭედურობის, ფოტოხელოვნების წრეების მოსწავლეების ნამუშევრები.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია ეროვნულ სასახლეში უკეთესი პირობების შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს.

„მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე იუბილარია. მე მინდა სასახლეს მივულოცო იუბილე. თითოეულ იმ ადამიანს ვინც აქ მოღვაწეობს, თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ პატარას,  რომელიც აქ იდგამს ფეხს. ძალიან ნიჭიერები არიან,  საოცარი მომავალი თაობა გვყავს, ამიტომ თბილისის მერია მაქსიმალურად ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები იყოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, რათა უფრო მეტი და ღირსეული მომავალი თაობა გავზარდოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics