|
2017-05-21 16:06:00, 1927 ნახვა
საზოგადოება
უამინდობამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე პრობლემები სტიქიამ ლაგოდეხისა და წყალტუბოს რაიონების სოფლებს შეუქმნა. კერძოდ კი, ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის რაიონის სოფლებში გაანადგურა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე დატბორილია რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფები. უხვი ნალექის გამო, მდინარე რიონი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მდინარის წყალმა წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთი დატბორა. გადაუღებელი წვიმის გამო, დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. ამასთან, გორის რაიონის სოფელ სობისში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. არსებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის გამო, წყალი რამდენიმე სახლში შევიდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენსა და ვარიანში ძლიერი სეტყვაც იყო, რის შედეგადაც ნათესები დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)