17:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 15:43:07, 1880 ნახვა

საზოგადოება
მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან დაიწყება

გამოსაშვები გამოცდები ხვალ, 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, საქართველოს 1500-ზე  მეტ სკოლაში ერთდროულად დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისათვის 48 ათას-ზე მეტი  მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასის მოსწავლეები  გამოცდას 4 საგანში (ქართული, უცხოური ენები, ისტორია, მათემატიკა) ჩააბარებენ.

„გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასების ათვლა იწყება 5 ქულიდან და ზღვრის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ. გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  ყველა  სავალდებულო საგანში ტარდება.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics