08:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 11:37:12, 416 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: მრცხვენია, რასაც ვებრძოდი წინა ხელისუფლების დროს, იგივე ხდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე მიმდინარე პროცესს "თავისუფალი დემოკრატების" წევრები ესწრებიან.

როგორც პროცესის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ ჩანს და რცხვენია, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად, პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდება.

"ამ საქმეში არნაირი მოტივი არ ჩანს, არანაირი დანაშაულის ნიშნები არ ჩანს. ძალიან მრცხვენია იმისა, რასაც ვებრძოდი წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ იგივესთან გვაქვს სქმე",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ანალოგიურს აცხადებს "თავისუფლი დემოკრატების" კიდევ ერთი წევრი ნინო გოგუაძე. გოგუაძე დარწმუნებულია, რომ  დაკავებული 5 თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსანის უდანაშაულობა დამტკიცდება.

"ეს არის პოლიტიკური საქმე. ამაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა. ვიცით და გვჯერა, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები და სასამრთლო აუცილებლად დაადგენს მათ უდანაშაულობას და ყველას,  ვინც ეს საქმე შეუკვეთა,  მომავალში საზოგადოებაც და მართლმსაჯულებაც მოსთხოვს პასუხს",-აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 სექტემბერს დააკავა. მათ 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად. პროკურატურის მიერ დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics