08:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 15:59:55, 1813 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატებმა, შესაძლოა, დეკანოზი ვეღარ დაიცვან

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატებმა შესაძლოა, მამა გიორგი მამალაძე ვეღარ დაიცვან.

როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადვოკატები არ დაემორჩილნენ მოსამართლის მითითებას და წესები დაარღვიეს, მათ საპროცესო კანონის დარღვევით პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღეს.

წიკლაურის თქმით, აღნიშნული საქმის გაჭიანურებას ემსახურებოდა.

პროკურორი ირწმუნება, რომ როგორც არ უნდა ეცადოს ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე, ის ვერ დააღწევს თავს მართლმსაჯულებას და მისი ინტერესები სახაზინო ადვოკატის მონაწილეობით იქნება დაცული.

მისივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებით თუ ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას სახაზინო ადვოკატი დაინიშნება.

"შესაძლებელია, რომ მათ საერთოდ აღარ მიიღონ სასამართლო პროცესში მონაწილეობა. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება. თუ ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას სახაზინო ადვოკატი დაინიშნება და ჩვეულებრივად გაგრძელდება საქმის განხილვა", - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქოში სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა შეწყდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქოში სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა შეწყდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics