16:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 14:46:06, 1575 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში, საქართველოში პირველი მწვანე გამოფენა გაიხსნა

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღონისძიებებისთვის დამატებითი სივრცე მოეწყო, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ,,ივენთ სქვერმა’’  დღეს საქართველოში პირველად მწვანე გამოფენას უმასპინძლა. 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში,  წარმოდგენილი იყო სანერგე მეურნეობების, ყვავილების სალონების,  საბაღე ხელოვნების, ლანდშაფტის დიზაინის, გამწვანებისა და ფიტოდიზაინის ექსპოზიციები. 

გამოფენის მიზანია საქართველოში არსებული ბოტანიკური ბაღების, პარკებისა და საბაღე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათი საქმიანობის წარმოჩენა და მებაღეობის დარგების პოპულარიზაცია. 

გამოფენას ეროვნული ბოტანიკური ბაღი ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics