16:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 14:01:20, 1632 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიასა და რელიგიის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს. 

მერიის ცნობით, შეთანხმების მიზანია, დედაქალაქში არსებული საკულტო-რელიგიური დანიშნულების ნაგებობების დაცვისა და გამოყენების საკითხებზე ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების მომზადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერრელიგიური და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას, სამოქალაქო საზოგადოებაში  ტოლერანტული გარემოს შექმნას.

„სხვადასხვა ხასიათის რელიგიურ საკითხებზე რელიგიის სააგენტოსთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.  ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის  ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე საკულტო-რელიგიური შენობების მშენებლობა და ამ თემებთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების  ორგანიზება. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ეს თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო მჭიდრო გახდება“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics