16:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 09:34:51, 1691 ნახვა

საზოგადოება
ოთარ წოწორია: ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული

 „ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული“,-ამის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმამ, ოთარ წოწორიამ აჭარაში მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ოთარ წოწორია მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.

როგორც წოწორიამ აღნიშნა, ჩხრეკისას ამოღებული ორი სანადირო თოფი მას ეკუთვნის,მაგრამ ერთი კისტის თოფი, პისტოლეთი და 100-მდე ვაზნა მას არასოდეს უნახავს.

„ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. ალბათ, ანგარიშსწორებაა.

სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, რეგისტრირებულია, დანარჩენი წარმოუდგენელია საიდან გაჩნდა ჩემთან. ჩვენი სახლი არ იკეტება, ოჯახს არ ვტოვებთ 24 საათის განმავლობაში,  უბრალოდ, სიმამრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რვა დღე სახლი იყო უკონტროლოდ“,- განაცხადა წოწორიამ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics