16:37 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 17:18:38, 1914 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში BMJ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში BMJ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სხდომა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. მან ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის მიმართ მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს ქართული მედიცინის პროგრესში.

"ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალთან  თანამშრომლობა დიდი შესაძლებლობების ფართო არეალს ქმნის. პროექტის ერთ წლიანი მიმდინარეობის პროცესში უკვე ასობით ქართველი ექიმი ჩაერთო და ვფიქრობ დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა დავსახოთ სამომავლო გაფართოებული  თანამშრომლობის გეგმები”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეხვედრაზე  მიმდინარე აქტივობები განიხილეს და შესრულებული სამუშაოები შეაფასეს.  ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქართულენოვანი პორტალის სრულყოფაზე, სადაც, 2017 წლის ოქტომბერში  სხვადასხვა კლინიკური დარგის 85 თარგმნილი მოდული განთავსდება. მოდული ხელმისაწვდომი იქნება პრაქტიკოსი ექიმებისთვის დაავადების დიაგნოსტიკის, პროგნოზირების, მართვის და პრევენციის კუთხით.

როგორც ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის კლინიკურმა რედაქტორმა კირან ვოლშმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჟურნალი პროექტის მიმართ ქართველი ექიმების კმაყოფილებით მოხარულია.  მან იმედი გამოთქვა, რომ ქართულენოვანი პორტალის სრულყოფა მალე მოხდება, რაც ქართველი პაციენტების ჯანდაცვას უფრო უსაფრთხოს გახდის.

BMJ–ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმებსა და აკრედიტაციის წესების სრულყოფასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაზე. აკრედიტაციის მექანიზმი გათანაბრებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებული ქართულ კანონმდებლობასთან. დაგეგმილია BMJ–ის პლატფორმაში კლინიცისტების რაოდენობის გაზრდა და სოფლის ექიმების ჩართვა.

დღეის მდგომარეობით პორტალში ჩართულია მსხვილი კლინიკებისა და წამყვანი ჰოსპიტალური ქსელების კლინიცისტები (1000–ზე მეტი მომხმარებელი).

BMJ-ის პორტალი მოიცავს სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს. ჰყავს 100,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი. საიტს წელიწადში 3 მილიონ მონახულებაზე მეტი აქვს. სისტემა იძლევა უსგ / უპგ თვალის მიდევნების, ადგილობრივ ენებზე თარგმნის და ეროვნული გაიდლაინების ჩასმის საშუალებას. BMJ-ის მოდულები აკრედიტებულია 20-ზე მეტ ქვეყანაში.

პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის აგვისტოში  ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან - BMJ თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics